ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფმა არ გამორიცხა, რომ ნატო მომავალში ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავებს, რომლებიც დაარღვევენ ალიანსის საჰაერო სივრცეს. ამის შესახებ პრემიერმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა რუსეთი ნატო-ს საჰაერო სივრცეში შემდგომი შემოჭრისგან გააფრთხილა.
„რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს [თვითმფრინავის ჩამოგდება] შეიძლება მოხდეს, თუ ისინი ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან“, - აღნიშნა მან.
სხოოფმა რუსეთის ქმედებებს „უგუნური“ უწოდა და დასძინა, რომ პროვოკაციებზე რეაგირების გადაწყვეტილებას ნატო-ს სარდლობა მიიღებს.