მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას. ზურაბიშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაში უკრაინასთან თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, რუსეთის ხსენების თავიდან არიდება განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც 2 დღეში, 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღეა.
“რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!“,- წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.