უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადი შეხვედრის დროს ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებას. ამის შესახებ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კერძოდ, ზელენსკის თქმით, ტრამპმა უთხრა მას, რომ უკრაინამ უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს.
„თუ ისინი [რუსები] ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებს თავს დაესხმებიან, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ [დარტყმებით] ენერგეტიკულ ობიექტებზე, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უფრო მეტიც, მისი თქმით, ტრამპმა იგივე თქვა დრონების მწარმოებელ ქარხნებსა და სარაკეტო ბაზებზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას უკვე აქვს დრონები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება, თუმცა ასევე თქვა, რომ არსებობს დამატებითი შეიარაღების სისტემა, რომლის შეძენაც მას ომის დასრულების დასაჩქარებლად სურს.