რუსეთის შავი ზღვის პორტებზე უკრაინის საზღვაო დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა გრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ტუაფსეს ხელისუფლებაზე დაყრდმობით ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ნოვოროსიისკის შემდეგ იერიში ტუაფსეს პორტზე განხორციელდა.
დღისით, ტუაფსეს მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ Telegram-ზე განაცხადა, რომშავი ზღვის აკვატორიაში უპილოტო კატარები აღმოაჩინეს. მან მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მიმართა და სანაპირო ზოლისდატოვება სთხოვა.
საღამოს კი მან მოქალაქეებს ქალაქის ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ტუაფსეშია გადაღებული.
ვიდოეში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები, ასევე ჩანს წყალზე მანევრირებადი ობიექტების დარტყმის მცდელობები.
ტუაფსეზე თავდასხმის ფონზე, სამხრეთით 60 კილომეტრში მდებარე სოჭის ხელისუფლებამ სანაპირო ზოლიდან დამსვენებლების ევაკუაცია გამოაცხადა. თუმცა, იქ დრონების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტუაფსეს პორტში ნავთობტერმინალზე წარმატებული თავდასხმაა ასახული. ვიდეოს ტელეგრამ-არხი Supernova+ ავრცელებს.
მანამდე ნოვოროსიისკის გუბერნატორი წერდა, რომ ქალაქის ცენტრში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განხორციელდა, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ასევე სასტუმრო „ნოვოროსიისკის“ შენობა.
ბოლო ცნობებით, ავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაღუპულია ორი ადამიანი.