ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.
მათ მოკლე განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტებთან მოკლედ ისაუბრეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ფრონტიდან „კარგი ამბავი“ ჰქონდა გასაზიარებელი და დასძინა, რომ ის და ტრამპი „ომის დასრულების“ შესახებ ისაუბრებენ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მხარდაჭერისთვის და ამერიკული PURL მექანიზმის მეშვეობით იარაღის მიწოდებისთვის, რომელსაც ნატო-ს სხვა წევრების აფინანსებენ.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენმა ძალებმა 360 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს და დაახლოებით 1000 ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გაცვლას განვახორციელებთ. თქვენი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა.
ჩვენ გავაგრძელებთ მანამდე, ვიდრე რუსეთი ამ ომს არ შეწყვეტს - და იმედი მაქვს, რომ ის ამას შეაჩერებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეტი ზეწოლა და მკაცრი სანქციები იქნება.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს იდეას, რომ ევროპულ ქვეყნების მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის შეწყვეტის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს.
„ვფიქრობ, მათ გარკვეული ალტერნატიული გზები სჭირდებათ და შემდეგ ისინი ამ იდეას არ გაიზიარებენ“, - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენით „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“.