დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირების გამო ყველა ფრენა შეჩერდა. პოლიციის ცნობით, დანიის უდიდესი აეროპორტის ტერიტორიაზე ორი-სამი დიდი დრონი დააფიქსირეს.
„აეროპორტი ამჟამად დაკეტილია აფრენისა და დაშვებისთვის, რადგან ტერიტორიაზე ორი-სამი დიდი დრონი დაფრინავს. ვადები ჯერჯერობით უცნობია“, – ნათქვამია პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.