მალტამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და მონაკომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს.
„ბელგია დღეს მსოფლიოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სიგნალს გზავნის, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა.
ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფოს 145-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს.