4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების და აქციის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ, მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას.
„4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების და აქციის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ, მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.