22 სექტემბერს, დილის ოთხის ნახევარზე, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს, გაანადგურეს და დააზიანეს სატრანსპორტო საშუალებები, რამდენიემ ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარი, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
„რუსებმა ქალაქზე სულ მცირე ხუთი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. შეუტიეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს. ფიოდოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურდა და დაზიანდა მანქანები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად შედეგად ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა: 100 კვადრატული მეტრის ფართობზე ორსართულიანი შენობა და ხუთი მანქანა დაიწვა.