ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „კატეგორიულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ცალმხრივ დეკლარაციას“.
„ეს დეკლარაცია ხელს არ უწყობს მშვიდობას, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებს რეგიონის დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის მომავალში მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის შესაძლებლობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცახდებაში აღნისნულია, რომ პალესტინის ხელისუფლებამ არ შეასრულა თავისი არცერთი ვალდებულება, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
„ადგილობრივი ამომრჩევლებისკენ მიმართული პოლიტიკური ჟესტები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს აზიანებს და არანაირ სარგებელს არ მოაქვს“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.