კანადამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
„კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის დაპირების შექმნაში“, – წერს მარკ კარნი.
მისი თქმით, კანადა ამას აკეთებს კოორდინირებული საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, რათა შენარჩუნდეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესაძლებლობა.
"პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აძლიერებს მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰამასის დასასრულის მსურველებს", - წერს კარნი.