20 სექტემბრის ღამეს, სარატოვისა და სამარის ოლქებში უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბის ავრცელებს.
სამხედროების ცნობით, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სარატოვში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. საწარმო რუსეთში ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის 2.54%-ს უზრუნველყოფს.
უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა ასევე დაბომბეს სამარის რეგიონში მდებარე ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქვეყნის მასთაბით მთლიანი მოცულობის დაახლოებით 3%-ს უზურინველყოფს, სადაც ასევე დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძრები.
გარდა ამისა, სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა იერიში მიიტანეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტზე - სამარის ხაზოვანი წარმოების სადისპეტჩერო სადგურზე. დარტყმის შედეგები ჯერ უცნობია.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ობიექტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაშია ჩართული.