რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა, რომლის დროსაც 40 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე სხვადასხვა ტიპის 580 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
დნიპროსა და დნიპროპეტროვსკის ოლქები, ასევე მიკოლაევის, ჩერნიჰოვის, ზაპორიჟიეს, კიევის, პოლტავის, სუმის, ხარკოვისა და ოდესის ოლქები დარტყმის ქვეშ იყვნენ.
„მტრის სამიზნე იყო ჩვენი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი რაიონები, სამოქალაქო საწარმოები.
დნიპროში კასეტური საბრძოლო მასალის შემცველი რაკეტიდან მრავალსართულიან შენობაზე პირდაპირი დარტყმა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. „სამწუხაროდ, სამი ადამიანი დაიღუპა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ღამით საჰაერო სივრცე დაიცვეს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ F-16-ის პილოტებმა ეფექტურად იმუშავეს უკრაინის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ასეთ დარტყმებს სამხედრო სამიზნეები არ გააჩნია.
„ეს რუსეთის გამიზნული სტრატეგიაა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად და ჩვენი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა აჩვენონ ძლიერი რეაგირება. მათ უნდა გააძლიერონ საჰაერო თავდაცვა, მიაწოდონ იარაღი და გააფართოვონ სანქციების ზეწოლა რუსეთის სამხედო მანქანის წინააღმდეგ.