ნატო-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰართმა დაადასტურა, რომ პარასკევს დილით „რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს“ და განაცხადა, რომ ნატო-მ პარასკევს რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება მოახდინა.
„ნატო-მ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და რუსული თვითმფრინავი ჩაჭრა. ეს რუსეთის უგუნური ქმედებისა და ნატო-ს მიერ ასეთ ქმედებებზე რეაგირების უნარის კიდევ ერთი მაგალითია,“- წერს Х-ზე ნატო-ს პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 19 სექტემბერს, სამმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.