უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორიცაა ტყვეების გაცვლა.
„რაც შეეხება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს, ბურთი რუსეთის მოედანზეა“, - თქვა უემროვმა.
უმეროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი წლის ბოლომდე დრონებით თავდასხმების რაოდენობის დღეში ათასამდე გაზრდას გეგმავს.
„ეს აჩვენებს, რომ რუსეთს ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ აქვს“, - თქვა მან.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ ქვეყანას დღეში სულ მცირე ათასი დრონი სჭირდება, რადგან რუსეთი ღამით დაახლოებით 800 დრონს უშვებს.