უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა კურსკის რეგიონში რუსეთის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ლოჯისტიკური ცენტრი დაბომბა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
საჰაერო დარტყმა განხორციელდა მომარაგების საწყობზე, საბრძოლო მასალების საწყობებზე, აღჭურვილობისა და იარაღის ფარულ სათავსოზე.
მედიის ცნობით, ოკუპირებულ სევასტოპოლში განლაგებული 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა აქტიურად არის ჩართული ჩრდილოეთ სლობოჟანსკის მიმართულებით განხორციელებულ შეტევით ოპერაციებში. ამ ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს ომის დანაშაულებში, მათ შორის უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში.