უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მომავალ კვირას ნიუ-იორკში შეხვდეს თავის პოლონელ კოლეგას, კაროლ ნავროცკის, სადაც ლიდერები 21-24 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე შეიკრიბებიან.
ამის შესახებ მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მარცინ პშიდაჩმა განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია გაიმართება. კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავროცკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
პშიდაჩს ჰკითხეს, შედგება თუ არა ნავროცკისა და ზელენსკის შეხვედრა. მან უპასუხა, რომ გაერო-ს საკონფერენციო დარბაზი პატარაა და პოლიტიკოსებს შორის ასეთი კონტაქტები ხშირად დგება.
„რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტთან მოსაზრებებისა და შეხედულებების მოკლე გაცვლა, შესაძლოა, მაინც მოხდეს“, - თქვა მან.