სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შესყიდვის შემცირებას არ აპირებენ, ვიდრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არ იპოვნიან. იუწყება Bloomberg
სლოვაკეთის ეკონიმიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა, ვერ გარისკავენ დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა.
„ვიდრე სრულად შევძლებთ ვალდებულების აღებას, უნდა შეოქმნას შესაბამისი პირობები - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვრისკავთ სერიოზულად დავაზიანოთ ჩვენი ინდუსტრია და ეკონომიკა,“ - დენისა საკოვამ.
მისი თქმით, ალტერნატიული მარშრუტების მხარდასაჭერად ჯერ საკმარისი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. საკოვამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ნათლად გამოხატა სლოვაკეთის პოზიცია ამ კვირაში ვენაში აშშ-ის ენერგეტიკის მდივანთან, კრის რაიტთან მოლაპარაკებების დროს.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მის პოზიციას გაგებით მოეკიდა და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ენერგეტიკული პროექტები უნდა გააძლიეროს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგეი გულიაშმა, განაცხადა, რომ უნგრეთი უარყოფს ევროკავშირის ინიციატივებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მისი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.
შეგახსენბთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს და რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს.