აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ამაყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის შუამავლობაში თავისი როლით.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დარეგულირებაში წვლილი შევიტანე, ამავდროულად, ორ დიდ ლიდერთან და ადამიანთან - პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დავმეგობრდი.
ეს ჩემთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მარადიული მეგობრობა იქნება“, - დაწერა ტრამპმა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო პროცესში მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდიან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აფასებს ტრამპის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლასა და ვაშინგტონის ისტორიული სამიტის მასპინძლობაში.
„თქვენ ხართ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მარადიული მეგობრობისა და ახალი სტრატეგიული პარტნიორობის არქიტექტორი. დიდად ვაფასებ ჩვენს მეგობრობას“, – წერს ალიევი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ადასტურებს ერთგულებას მშვიდობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ განხორციელების მიმართ.
ცობისათვის, 8 აგვისტოს, აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა თეთრ სახლში „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.