აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ლონდონში მეორე სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ.
ტრამპებს ლონდონის სტენსტედის აეროპორტში სამეფო საჰაერო ძალების სამხედროები და ბრიტანელი ოფიციალური პირები დახვდნენ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი.
შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უინფილდ ჰაუსში გაემართმემ, რომელიც დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩის ოფიციალური რეზიდენციაა.
ვიზიტის ოფიციალური მიღებები და აღნიშვნები ოთხშაბათს დაიწყება, როდესაც ტრამპებს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა დახვდებიან.
ტრამპი და მისი მეუღლე მონაწილეობას მიიღებენ ეტლით გასეირნებაში, სახელმწიფო ბანკეტში და დაესწრებიან სამხედრო ავიაშოუსა და ფოიერვერკს.
ხუთშაბათს ტრამპს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩეკერსის რეზიდენციაში უმასპინძლებს, სადაც, სავარაუდოდ, ისინი ინვესტიციებს, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს, ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.