უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსული დრონების მიერ ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევით ევროპას რამდენიმე სიგნალს უგზავნის. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ცდილობს ნატო გამოსცადოს და ნახოს, როგორი პასუხის გაცემა შეუძლია ალიანსს.
„მას [პუტინს] სურს ნახოს, რისთვის არის მზად ნატო, რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც დიპლომატიურად, ასევე პოლიტიკურად და როგორ რეაგირებს ამაზე ადგილობრივი მოსახლეობა“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინის კიდევ ერთი სიგნალი ის არის, რომ დასავლეთის ქვეყნებს ეუბნება - უკეთესია საჰაერო თავდაცვის სისტემები თავისთვის დაიტოვოს, ვიდრე უკრაინას გადასცეს.
„გარდა ამისა, ჩემი აზრით, კიდევ ერთი სიგნალი, რომელსაც ისინი აგზავნიან, არის შემდეგი: „არ გაბედოთ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რადგან შეიძლება ისინი თავად დაგჭირდეთ“, - თქვა ზელენსკიმ.