დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა უკრაინისთვის ახალი დახმარების პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა 375 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ რასმუსენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან ერთად კიევში, 12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენმა წარადგინა Ukraine Transition Program, რომელიც „განვითარების მხარდაჭერის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროგრამაა“.
ეს დანიას 375 მილიონი ევროს გამოყოფის საშუალებას აძლევს.
ამ პროგრამის კონცეფციაა უკრაინის მდგრადობის გაზრდა და მისი უნარი, დააკმაყოფილოს თავისი ხალხის ძირითადი საჭიროებები.
სიბიჰამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს პროგრამა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება
„[მოიცავს]სამ ძირითად სფეროს: მდგრადობისა და ადრეული აღდგენის მხარდაჭერა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და მწვანე ენერგიაზე გადასვლა და ენერგეტიკული ინსტიტუტების განვითარება“, - თქვა სიბიჰამ.