თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან განაცხადა, პროკურატურას კითხვები ჰქონდა გადარიცხვებთან დაკავშირებით და ასევე კითხვა დაისვა, რატომ იხდიდა ცენტრი აქტივისტების ჯარიმებს.
ალეკო ცქიტიშვილი.ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე,მოწმის სახით გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
"კითხვები იყო - დონორები ვინ გყავთ, თანხებს როგორ რიცხავენ, ჯარიმების თანხას რატომ იხიდიდით და ძირითადად ამ კითვებზე ვუპასუხე. ჯარიმის გადასახდელად თანხას რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა, "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება, რომ ამ სიტყვებში რაიმე კრიმინალის შემცველი არაფერი ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია. ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი და ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია როგორც გამოძიება, ისე ყოველი სხდომა, ისე ჩვენი დაბარებები, რომლის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.