რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ძალები პოლონეთის ტერიტორიაზე, ობიექტებზე თავდასხმას არ გეგმავდნენ.
„პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმის გეგმები არ არსებობდა“, - განაცხადა რუსეთის სამხედრო უწყებამ.
სამინისტროში ამტკიცებენ, რომ გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების მაქსიმალური მანძილი 700 კილომეტრს არ აღემატება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე მზადაა, ამ თემაზე კონსულტაციები გამართოს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-მა დრონმა დაარღვია.