უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარის გაგზავნას მძიმე შედეგები მოჰყვება, თუმცა ამას ყველა დასავლური ქვეყანა ვერ ხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„როგორც ყოველთვის, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უგუნურ პოზიციას იკავებენ და ან ვერ ხვდებიან, ან არ სურთ გაიგონ ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების მძიმე შედეგები. და არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც რეალობის გაცილებით უკეთ ესმით“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა, უკრაინაში სამხედრო კონტინგენტების განლაგების შესახებ „მსურველთა კოალიციის“ გეგმების კომენტირებისას.