ადიგენში, სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
არდაცვლილი 15 წლის ბიჭი საფეხბურთო გუნდის, "ზარზმის აკადემიის" წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "სამოთხის კარიბჭე" ავრცელებს.
ავარია, დღეს, 8 სექტემბერს მოხდა. არლის გადასახვევთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა, CPR -ს ვუკეთებდით, გარდაცვლილი იყო. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს," - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცნობია აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით.