თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლი 16 წლის ბიჭმა გახსნა, ის დააკავეს.
ორი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მოათავსეს.
თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
მედია წერს, რომ თავად თავდამსხმელიც დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იზმირის გუბერნატორმა სულეიმან ელბანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა, რომელმაც იარაღი გაისროლა, იმავე ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც პოლიციის განყოფილება მდებარეობს. ელბანმა დასძინა, რომ მას პოლიციასთან ადრე არანაირი შეხება არ ჰქონია. გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებულმა პირმა ის იარაღი გამოიყენა, რომელიც მისმა მამამ ათი წლის წინ იყიდა.