დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიიჩნევს რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე ღამით განხორციელებული თავდასხმა კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, მშვიდობისადმი არასერიოზული დამოკიდებულების დადასტურებაა.
ამის შესახებ ნათქვამია სტარმერის განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღშფოთებულია რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე ღამით განხორციელებული ბოლო სასტიკი თავდასხმით, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„პირველად დაზიანდა უკრაინის სამოქალაქო მთავრობის გული. ეს ლაჩრული დარტყმები აჩვენებს, რომ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს. ის მშვიდობას სერიოზულად არ უყურებს“, - თქვა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინას და მის სუვერენიტეტს მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება.