ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ დაგმო რუსეთის მიერ 7 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა.
„მშიშარა, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ესხმის თავს“ , - დაწერა იან ლიპავსკიმ ვლადიმირ პუტინზე.
როგორც ლიპავსკიმ X -ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, „პუტინი თავს აჩვენებს, თითქოს ომის დასრულება სურს, სინამდვილეში კი მხოლოდ რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლა სურს“.
„წუხელ მან 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც დედა და მისი ორ თვის შვილი დაიღუპა.
„მშიშარა, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ესხმის თავს. დღეს უკრაინისთვის დახმარების შეჩერებაზე საუბარი აგრესორის მხარდაჭერას ნიშნავს“, - აღნიშნა ლიპაცსკიმ.