რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში გაყინულ აქტივებს „უკრაინული მიწით დაიბრუნებს“.
„ჩვენს ქვეყანას ფასეულობის დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა აქვს. წართმეულის ნატურით დაბრუნება. ესე იგი „უკრაინულ მიწით“ და მასზე განთავსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონებით“, - აღნიშნა მედვედევმა.
მისი განმარტებით, არ გულისხმობს დონბასისა და „ნოვორასიის“ მიწებს, რომლებიც ისედაც „რუსეთის საკუთრებაა“.
„ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს. შედეგები? ბრიტანეთმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და რუსეთმა, როგორც იურისტები ამბობენ, მიიღო უფლება, მოითხოვოს ეს მისგან და ამჟამინდელი უკრაინელი ბანდერელებისგან“, - აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარება რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან გადასცა.