საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს სურთ მშვიდობის მაქსიმალურად მოახლოება, თუმცა რუსეთი ასეთ სიგნალებს არ იძლევა, ამიტომ დიპლომატიაზე გადასასვლელად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც საფრანგეთს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ნამდვილად სურს მშვიდობის დამყარება მოახლოება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რაიმე სიგნალი რუსეთისგან, რომ მათ სურთ დასრულება.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირი... ევროპასა და ამერიკას შორის ალიანსი დაგვეხმარება რუსეთზე ზეწოლის გაზრდაში, რათა ამ რთული საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა მივიღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში მშვიდობისთვის, მდგრადი მშვიდობისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთს SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის და დიდ ბრიტანეთთან ერთად „მსურველთა კოალიციაში“ ლიდერობისთვის.
„დღეს ჩვენ გვექნება ორმხრივი საუბარი, ორმხრივი შეხვედრა ჩვენს გუნდებთან და ხვალ გვექნება მსურველთაკოალიცია“, რის შედეგადაც, არ ვიცი, რომელ დღეს მოხდება ეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.