უკრაინული მედიის ცნობით, ოთხშაბათს რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკას სააარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაიჭრა.
ოკუპანტებმა საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. მტრის თავდასხმების შედეგად, სამი ქალი და ხუთი კაცი დაიღუპა. ასევე, დაშავდა ექვსი მცხოვრები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილას, ქუჩაში და მაღაზიაში იმყოფებოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დასახლებულ პუნქტში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, მაღაზიის ფასადი და სავაჭრო პავილიონები. მიყენებული ზიანი შედეგები დგინდება.
სამართალდამცველებმა სამხედრო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.