ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მობილიზაციის გაფართოების გეგმები ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით.
„ის მზადაა კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გაწიროს თავისი იმპერიული ამბიციებისთვის“, - წერს ლიპავსკი Х-ზე.
„რუსეთი მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს! რუსეთმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ჯარისკაცების მუდმივი ნაკადის უზრუნველსაყოფად მუდმივი, მთელი წლის განმავლობაში მობილიზაციის შემოღებას ითვალისწინებს. პუტინი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს და მზადაა კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გაწიროს თავისი იმპერიული ამბიციებისთვის“, - დაწერა ლიპავსკიმ.