ორი დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოვსულვარ და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა, ჯო ბაიდენს თვეების განმავლობაში არ ჩაუტარებია პრესკონფერენცია და არავის უთქვამს, რომ მას რაიმე პრობლემა ჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, სოციალურ ქსელებში მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობები სიცრუეა. მისივე თქმით, შაბათ-კვირას ძალიან აქტიური იყო.
"შაბათ-კვირას უამრავი პრესკონფერენცია ჩავატარე, ყველა წარმატებული. შემდეგ კი ორი დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოვსულვარ და თქვეს, რომ რაღაც პრობლემა უნდა მქონდეს. ჯო ბაიდენს თვეების განმავლობაში არ ჩაუტარებია პრესკონფერენცია. თქვენ მას ვერ ხედავდით და არავის უთქვამს, რომ მას ოდესმე რაიმე პრობლემა ჰქონდა. შაბათ-კვირას ძალიან აქტიური ვიყავი. ეს საკმაოდ სერიოზულია. მიხარია, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ყალბი ამბავია“, – განაცხადა ტრამპმა.