პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით, ათასობით ადამიანი იღუპება, რუსები და უკრაინელები“, - თქვა ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი არ დაიწყებოდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.
„ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ამის თქმა შემიძლია, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს დავეხმარო. ეს უკრაინის საკითხი არ არის, ეს ხალხის ცხოვრების საკითხია“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყოველ კვირაში შვიდი ათასი ჯარისკაცი იღუპება. „ვფიქრობ, რომ შემიძლია ამის შეჩერება და ეს ჩემი მოვალეობაა“, - თქვა ტრამპმა.