ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა. Sky News-ის ცნობით, პეკინში მატარებლით ჩასულ კიმ ჩენ ინს სადგურზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი დახვდა.
კიმ ჩენ ინი ხვალ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.