უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრის ფარგლებში, ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრას ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი თანათავმჯდომარეობენ და ის ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაწილეები „განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ ბოლო კვირების განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს“ და „გააანალიზებენ რუსეთის პოზიციის შედეგებს, რომელიც დაჟინებით უარყოფს მშვიდობას“.
ამ ეტაპზე დონალდ ტრამპის შეხვედრაზე დასწრება არ არის მოსალოდნელი.