გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი არ შეუერთდება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ინიციატივას. ამის შესახებ მან ბერლინში კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ამ ინიციატივას არ შევუერთდებით. ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარების პირობები დაკმაყოფილებულია", - აღნიშნა მერცმა.
შეგახსენებთ, 24 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აპირებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საფრანგეთის ლიდერის გეგმას „უპასუხისმგებლო“ უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - „უსარგებლო“.