გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.