ნატო უკრაინაში ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.
„ეს საკითხები საერთაშორისო პოლიტიკისა და მოსკოვთან მოლაპარაკებების ნაწილია.
მაგრამ ჩვენ ნატო-ში [აღნისნული საკითხები] საერთოდ არ განგვიხილავს, მათზე მინიშნებაც კი არ გაგვიკეთებია“, - განაცხადა დრაგონემ Corriere della Sera-თან ინტერვიუში, უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის ყოფნის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. მისივე თქმით ამაზე საუბარი ნაადრევია.
დრაგონემ აღნიშნა, რომ „კონტინგენტების საკითხი ცალკეულმა ქვეყნებმა წამოჭრეს, შესაძლოა, ორმხრივ საფუძველზე. მაგრამ, ვიმეორებ, ის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.“
„მე არც კი ვიცი, არიან თუ არა მზად ჯარისკაცები და შესაძლოა ვინმემ განიხილოს ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ჯარისკაცების გაგზავნის ვარიანტი. ყველა საკითხი ღიად რჩება. არსებობს ერთი მტკიცე განცხადება: ნატო, უპირველეს ყოვლისა, ერთგული რჩება წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების დაცვის“, - თქვა მან.