23 აგვისტოს დილით უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები ამუშავდა, რის შედეგედაც გზაზე დრონი ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, კიევის, სუმისა და ჩერნიჰივის ოლქებში განგაში იყო გამოცახდებული.
მანამდე, სამხედროებმა რუსული ტაქტიკური ავიაციის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით აქტივობის შესახებ განაცხადეს.
მოგვიანებით კლიჩკომ განაცხადა, რომ სოლომენის რაიონში გზაზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ხანძარი არ გაჩენილა. დასავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცეცხლს ადგილი არ აქვს.