სამი მცირეწლოვანი და ერთი მოზარდი, რომლებიც ოკუპანტებმა ოლეშკის ბავშვთა სახლიდან უკანონოდ ჯერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში წაიყვანეს, უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის Bring Kids Back UA –ის ფარგლებში უკრაინაში დააბრუნეს. ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა.
„დიდი ხნის განმავლობაში ბავშვები ოჯახებისგან განცალკევებით ცხოვრობდნენ, ოკუპაციის საფრთხის გამო ვერ ახერხებდნენ წასვლას. დღეს ისინი ისევ სახლში არიან, უსაფრთხოდ, თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე. მადლობა კატარის სახელმწიფოს შუამავლობისთვის და უკრაინის ომბუდსმენის ოფისის გუნდს თავდადებული მუშაობისთვის“, - დაწერა Telegram-არხზე.
როგორც ცნობილია, 15 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, დარია ზარივნამ, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის Bring Kids Back UA -ის ფარგლებში, უკვე 1359 ბავშვი დააბრუნეს.