აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ზაკარპატიეს ოლქის მუკაჩოვოში მდებარე ამერიკული კომპანია FLEX-ის ქარხანაზე რუსული სარაკეტო დარტყმის გამო.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ესაუბრა თუ არა პუტინს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „მე ვუთხარი, რომ ამით კმაყოფილი არ ვიყავი“.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსმა ოკუპანტებმა მუკაჩევოში ამერიკული კომპანია FLEX-ის ქარხანას 21 აგვისტოს, ღამით შეუტიეს.
სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ქალაქი რუსეთის არმიის თავდასხმის ქვეშ პირველად მოექცა. ცვლაში მყოფი 600-ვე თანამშრომელი დროულად ჩავიდა თავშესაფარში, რამაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სულ დაშავდა 23 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქარხანა განზრახ დაბომბეს, როგორც ამერიკული ქონება. მან აღნიშნა, რომ დარტყმის ქვეშ მყოფი საწარმო საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებს აწარმოებს.
მან ასევე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ახლა ცდილობს თავი აარიდოს მასთან შეხვედრას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შემდგომი სამმხრივი შეხვედრის წინაპირობას და ცდილობს ომის გაგრძელებას.