აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე დასწრების შესახებ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ რამდენად კარგად შეძლებენ ისინი ურთიერთობას.
„რა არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯები? კარგი, ვნახოთ. ვნახოთ, იმუშავებენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ერთად“, - განუცხადა მან პარასკევს ჟურნალისტებს.
ტრამპის თქმით, „ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ვნახოთ. შემდეგ კი ვნახოთ, მივიღებ თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში. მირჩევნია, რომ არ დავესწრო და მათი შეხვედრა დავაორგანიზო, ვნახოთ, რისი გაკეთება შუძლიათ... ისინი აგრძელებენ ბრძოლას და ადამიანების მკვლელობას, ეს სისულელეა... მეგონა, რომ ეს კონფლიქტი საშუალო სირთულის იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული აღმოჩმდა”, - განაცხადა ტრამპმა.