მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, 27 აგვისტოს, მოლდოვაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ჩავლენ. ხოლო 31 აგვისტოს, კიშინიოვს რუმინული ენის დღეს, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი.
ამის შესახებ 22 აგვისტოს მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა, რითაც დადასტურდა მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაცია მოლდოვაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 27 აგვისტოს ვიზიტის დროს მაკრონი, მერცი და ტუსკი, მაია სანდუსთან ერთად, პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ, შემდეგ კი კიშინიოვის ცენტრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრებიან, სადაც მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. რუმინეთის პრეზიდენტი კიშინიოვში 31 აგვისტოს, რუმინული ენის დღეს ჩავა.
„ევროპელი პარტნიორები თავიანთი ყოფნით კიდევ ერთხელ ადასტურებენ მოლდოვასადმი რწმენას და მხარდაჭერას ჩვენი ევროპული გზის მიმართ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.