უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები - სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა სამართლიანია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, ძლიერი და ქმედითი არმია უკრაინელი ხალხისთვის ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა, მაგრამ საჭირდოა ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს.
„დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1276-ე დღეა. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში უფრო დიდხანს იბრძოდა, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდა. ეს ჩვენი ხალხის პატრიოტიზმისა და ეფექტურობის შედეგია. ჩვენი მეომრების შედეგი, რომლებიც გმირულად იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოსთვის და ანადგურებენ ოკუპანტს. მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების, იმ ძალისთვის, რომელსაც თქვენ აძლევთ უკრაინას და ყველა შედეგისთვის, რომელსაც თქვენ ასრულებთ.
უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ჩვენი ხალხისთვის ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს. ყოველდღიურად, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები - სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა სამართლიანია“, - წერს ზელენსკი.