დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისი და ვლადიმირ პუტინის ფოტოსთან ერთად, რიჩარდ ნიქსონისა და ნიკიტა ხრუშჩოვის ფოტოს აქვეყნებს.
პირველ ფოტოზე ალასკაში დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი არიან.
მეორე ფოტოზე კი მაშინდელი აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკიტა ხრუშჩოვი არიან. ლიდერების მეორე ფოტო 1959 წლის 24 ივლისს, მოსკოვში, გორკის პარკში ამერიკული ეროვნული გამოფენის გახსნის დროს არის გადაღებული.
ეს ცნობილი „სამზარეულოს დებატები“ ისტორიაში შევიდა, როგორც ნიქსონსა და ხრუშჩოვს შორის მოსკოვში გამართულ ამერიკულ გამოფენაზე გამართული ,ძაფრი კამათის სერია, რომელიც ეხებოდა კაპიტალიზმის უპირატესობას თავისი მომხმარებლური სიუხვით საბჭოთა კომუნიზმთან შედარებით.
როგორც იუწყებიან. ტრამპს, სავარაუდოდ, სურს თქვას, რომ მისი მეთოდი არა კულუარული მოლაპარაკებები, არამედ პირდაპირი და მკაცრი საუბარია. თუმცა, შესაძლებელია, რომ ნიქსონთან საკუთარი თავის შედარებით, ტრამპი ასევე გულისხმობს რუსეთთან დაპირისპირების მზაობას.