გასულ ღამეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსეთი მასირებულაი იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა ასობით დრონი გამოიყენეს. მათ შორის უკრაინის დასავლეთით ქალაქებში მუკაჩევოში, ლვოვსა და ლუცკში. ლვოვისა და ლუცკის წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტები ისროლეს. ზაკარპატიეს ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, ზაკარპატიეს ოლქზე თავდასხმა უიშვიათესი შემთხვევაა.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის თქმით, თავდასხმის შედეგები დგინდება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ლვოვის მერის ანდრიი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში გაისმა სამი აფეთქების ხმა გაისმა. მედიის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
ღამით, როვნოს ოლქზე რუსეთმა სულ მცირე ოთხი აერობალისტური დარტყმა განახორციელა "კინჟალის" ტიპის რაკეტებით.