პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა დაადასტურა, რომ 20 აგვისტოს ღამეს ლუბლინის სავოევოდოში სიმინდის ყანაში რუსული დრონი ჩამოვარდა და განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია იყო.
მან აღნიშნა, რომ ეს მოხდა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც პარტნიორებიუკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ან ომის დასრულების ძალისხმევაზე მუშაობენ.
„რუსეთი კვლავ პროვოკაციას უწყობს ნატო-ს ქვეყნებს. რუმინეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში დრონების ინციდენტების შემდეგ, ჩვენ კვლავ რუსულ დრონთან გვაქვს საქმე. ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც მშვიდობაზე მსჯელობები მიმდინარეობს“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
„იმ მომენტში, როდესაც არსებობს იმედი, რომ ამ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო, ომს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ომს, რომელიც ასევე ემუქრება ნატო-ს ქვეყნებს, აქვს შანსი დასრულდეს, რუსეთი კვლავ პროვოკაციას მიმართავს“, - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.