პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის უნგრეთში მოლაპარაკებების შესაძლო გამართვის და ამის მიზეზად 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმი დაასახელა.
„ბუდაპეშტი? შეიძლება ყველას არ ახსოვდეს ეს, მაგრამ 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-სგან, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთისგან ბუდაპეშტში. შეიძლება ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილის მოძებნას ვეცდებოდი,“ - დაწერა Х-ზე.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ზელენსკის და პუტინს შორის სამიტის შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავდა, თუმცა ტუსკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების უნგრეთის დედაქალაქში ჩატარება ისტორიულად ირონიული იქნებოდა.
1994 წელს უკრაინის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ეხებოდა, უკრიანის მხრიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.